პირველი მოდულის რეფლექსია
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. რა თქმა უნდა, აქტიურად ვიყენებდი და ვიყენებ თანამედროვე ტექნოლოგიას სასწავლო პროცესში პრეზენტაციების, პროექტების, სახალისო აქტივობებისა და მოსმენებისთვის, მაგრამ ამ მოდულის საშუალებით გავიგე კიდევ რა უნარები მჭირდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ცოდნის თვალსაზრისით, რათა უფრო საინტერესო და სახალისო გავხადო მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი თანამედროვე სამყაროში.